ივნისი 1, 2023

ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი პერფორმანსებით ყველა აალაპარაკა, როგორც საქართველოში, ასევე იტალიასა და ევროპაში.

 

ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობმა არჩილ არველაძემ კვარაცხელია და მისი პერსპექტივა შეაფასა:

 

“ხვიჩას ძალიან დიდი იმედი მაქვს. მინდა ვთქვა, რომ ასაკიდან გამომდინარე, სერია ა-ში და ნაპოლიში გადასვლით ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მისგან კარგ თამაშს ველოდი, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ამდენი გოლი ცოტათი რთული წარმოსადგენიც კი გახლდათ.

 

 

მედიამ და ფანებმა ის სწორად და ზომიერად უნდა შეაფასონ, რომ წნეხი არ გაიზარდოს. კვარაცხელიასგან პირველივე სეზონში ოქროს ბურთის მოგებას ან სერია ა-ს ბომბარდირობას არ უნდა ველოდოთ, ვფიქრობ, 8-10 გოლი და 7-8 ასისტი დიდებული შედეგი იქნებოდა.

 

კვარაცხელიას თავში არ აუვარდება, იცით, რატომ? ასე ისეთ ფეხბურთელებს მოსდით, იმდენად მაგარი რომ არ არის და რაღაც გამოუვა, ხვიჩა კი მართლა ძალიან კარგია”, – განაცხადა მან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.