დეკემბერი 2, 2023

როგორც მოგეხსენებათ, 22 წლის ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა “ვალენსიაში” გადასვლის შემდეგ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა.

 

ახალგაზრდა მეკარე “ღამურების” შეუცვლელ წევრად იქცა და მთავარი მწვრთნელის, ჯენარო გატუზოს ნდობა სრულად მოიპოვა.

 

ესპანურმა გამოცემა, Eldesmarque-მ ქართველი ფეხბურთელის თამაში შეაფასა:

“გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში განვითარებას აგრძელებს. გასულ სეზონში ახალგაზრდა მეკარემ მთავარ გუნდში თავი დაიმკვიდრა. მიუხედავად იმისა, რომ სეზონის განმავლობაში იყო ეპიზოდები, როცა არ ჰქონდა სათამაშო პრაქტიკა, რომელსაც თავად ისურვებდა. ახლა გიორგის მთავარი მწვრთნელი, ჯენარო გატუზო ენდობა და ეჭვგარეშეა, რომ ის ძირითადი შემადგენლობის მეკარეა. მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 1410 წუთი ითამაშა.

 

Wyscout-ის მონაცემებით მამარდაშვილი ის მოთამაშეა, რომელსაც ლა ლიგაში ყველაზე მეტი წუთი აქვს ნათამაშები. 21 წლის მეკარემ 14 მატჩში 3-ჯერ კარი მშრალად შეინახა და დარტყმების 71.7% მოიგერია. ეს ადასტურებს, რომ ქართველი მეკარე კარიერის პიკშია. ვალენსიაში გატარებულ სეზონ ნახევარზე მეტ დროში მას ჯენარო გატუზოს სრულად ენდობა.

 

გიორგი მამარდაშვილი გატუზოსთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. ახალგაზრდა მოთამაშემ შესანიშნავი თამაშით იუვენტუსის მსგავსი დიდი ევროპული კლუბების დააინტერესა. გიორგის ღირებულება დღითიდღე მატულობს. ხელებით შესანიშნავად მუშაობს, თუმცა დიდი მინუსი ფეხით თამაში, რომლის დროსაც ჰქონდა ადრე შეცდომები.” – წერია სტატიაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *