
საქართველოს ნაკრებისა და “ფეჰერვარის” 28 წლის თავდამსხმელს, ბუდუ ზივზივაძეს უნგრეთში ძალიან დიდი პრობლემები შეექმნა.
ბუდუ “უიპეშტის” მოთამაშესთან მაისურის გაცვლის გამო დაისაჯა და მე-2 გუნდში დააქვეითეს. როგორც მოგეხსენებათ, ამ გუნდს და “ფეჰერვარს” ერთმანეთში მტრული დამოკიდებულება აქვთ.
უნგრული გუნდის დირექტორმა ბუდუს შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გაავრცელა:
“ვცდილობთ ზივზივაძეს ზამთარში სხვა კლუბში კარიერის გაგრძელების საშუალება მივცეთ. მწვრთნელთან და ფეხბურთელთან კონსულტაცია გავუარეთ და ვცდილობთ ამ სიტუაციიდან გამოსავალი ვიპოვოთ.” – განაცხადა “ფეჰერვარის” დირექტორმა.