მარტი 21, 2023

წარმოშობით ქართველმა საბა საზონოვმა, რომელიც აქამდე რუსეთში მოღვაწეობდა, საქართველოს პასპორდი მიიღო და ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს.

 

რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსეი კარპინმა საზონოვის თაობაზე მოკლე და კონკრეტული განცხადება გააკეთა:

 

“მან საქართველოს ნაკრები აირჩია? კარგი, ნება მისია. ჩემი პოზიცია შემდეგია – ვისაც რუსეთის ნაკრების ღირსების დაცვა არ სურს, ჩვენ ის არ გვჭირდება. არ უნდა და ნუ უნდა”, – განაცხადა კარპინმა.

 

 

ვილი სანიოლიმ საზონოვი მაროკოს ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრის განაცხადში მოახვედრა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.