დეკემბერი 5, 2022

ნაპოლის თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა ბოლონიასთან მოგებული (3:2) მატჩის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

 

ქართველმა გარემარბმა ნიგერიელ ფორვარდს საგოლე პასი გაუკეთა, ოსიმენის გოლით კი ნეაპოლიტანელებმა შეხვედრა მოიგეს.

 

“ძალიან ბედნიერი ვარ ხვიჩას გამო, რა დამოკიდებულებასაც ის იღებს, სრულად დამსახურებულია. კვარაცხელია ბრწყინვალე ფეხბურთელია, თან სვლას მხოლოდ ახლა იწყებს. მას რაც შეეხება, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ჯერ არაფერი გინახავთ. ვარჯიშებზე კვარა გაცილებით მაგარია და ნდობის პირობებში ის უმაღლესი დონის ფეხბურთს ითამაშებს. ჯერ წარმოდგენა არ გაქვთ, რამდენად ძლიერია და რამდენად მნიშვნელოვანი შეუძლია გახდეს,” – ციტირებს 23 წლის ფეხბურთელის სიტყვებს DAZN.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.