სექტემბერი 29, 2023

9 ოქტომბერს, იტალიის სერია ა-ს მე-9 ტურის შეხვედრაში, ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი სტუმრად ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზეს დაუპირისპირდება.

 

აღნიშნულ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, ლოჩოშვილი ადგილობრივ “La Gazzetta dello Sport”-ს ესაუბრა და თანამემამულეზეც ისაუბრა:

 

“მე და ხვიჩა მეგობრები ვართ – კარიერა ორივემ დინამო თბილისში დავიწყეთ და ახლა საქართველოს ნაკრებშიც ერთად ვთამაშობთ, ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს.

 

მისი პროგრესი აშკარაა და დარწმუნებული ვარ, რომ ნაპოლის დონის გუნდი თავის უკეთ წარმოჩენაში დაეხმარება – ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ვარსკვლავი გახდეს.

 

მისი შეჩერება? ეს ძალიან რთული იქნება. გუნდურად და ინდივიდუალურად მეტოქე კარგად უნდა შევისწავლოთ, რომ კვარაცხელიას შეჩერება მოვახერხოთ”, – განაცხადა ლოჩოშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *