ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიმ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის შეხვედრაში გასვლაზე “აიაქსი” 6:1 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა, რომელმაც გოლი და შედეგიანი გადაცემა მიითვალა:
“ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი ოცნება ახდა. ვითამაშე ჩემპიონთა ლიგაზე და გავიტანე გოლი, რაც უზომოდ მახარებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა გამარჯვება მოიპოვა და 3 ქულა ავიღეთ”, – თქვა “კვარამ”.