ივნისი 2, 2023

რამდენიმე თვის წინ შოთა არველაძემ დაანონსა პროექტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს მასშტაბით 64 ბიბლიოთეკა სრულად განახლდებოდა და ახალი წიგნებით მომარაგდებოდა.

 

შოთამ თავის სოციალურ ქსელში ამ ინიციატივის შესახებ პოსტი გამოაქვეყნდა და აღნიშნა, რომ პროექტი 28 სექტემბერს დაიწყება.

 

“პროექტი, რომლის დაფინანსება და მხარდაჭერა ივნისში დავაანონსეთ, 28 სექტემბერს დაიწყება. წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, ჩვენს ფონდს საშუალება ექნება საქართველოს 64 ბიბლიოთეკის სრულად განახლებაზე და ახალი წიგნებით აღჭურვაზე იზრუნოს. მომავალი თაობის იმედი მაქვს და ბედნიერი ვიქნები, თუ ეს წიგნები მათ ცხოვრებას უკეთესს გახდის”,- დაწერა შოთა არველაძემ ფეისბუქზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.