ოქტომბერი 7, 2022

იტალიელი ჟურნალისტი, უმბერტო კიარიელო განმარტავს, თუ რატომ ცვლის ლუჩიანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას მატჩის მეორე ნახევარში.

“სპალეტი შესანიშნავი მწვრთნელია, მაგრამ ზოგი ცდილობს, რომ მისი ავტორიტეტი შელახოს, სხვები დააჯეროს, რომ იგი გუნდისთვის საზიანოდ მოქმედევს. ლუჩიანო მართალია და ის ბრაზდება მაშინ, როდესაც ლაპარაკობენ, თითქოს ფეხბურთელებთან ცუდი ურთიერთობა აქვს.

 

თუ ყურადღებას მიაქცევდით, კვარაცხელია არასდროს თამაშობს ბოლომდე: მას 65-ე წუთის შემდეგ ცვლის და უფრთხილდება, ისევე როგორც გუნდისთვის ძვირფას ფეხბურთელს. მიზეზი? სპალეტი სტრესული ტრავმებისგან იცავს, რადგან ახალ ქვეყანაშია, იქამდე დაბალი დონის ჩემპიონატში თამაშობდა, ასეთ დროს კი გადაღლისგან

კუნთის დაზიანება სავსებით შესაძლებელია. იცის რა, ეს რამდენად მნიშვნელოვანია, სპალეტი უფრთხილდება, რამეთუ შორს იხედება”, – თქვა კარიელომ Campania Sport-თან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.