სექტემბერი 29, 2023

რიგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” 21 წლის ვინგერი, ხვიჩა კვარაცხელია სერია ა-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ხვიჩას წარმატება საქართველოში ყველაზე აქტუალური თემა გახლავთ.

ქართული ფეხბურთის ლეგენდამ და “ჰალ სიტის” მთავარმა მწვრნელმა, შოთა არველაძემ გადაცემა “დღის ამბებში” ხვიჩას შესახებ ისაუბრა:

“ძალის, ფიზიკური მონაცემების, შრომისმოყვარეობის და ტალანტის საოცარი შერწყმაა ხვიჩას სახით. ყველა ეს თვისება დიდი იშვიათობაა ქართულ ფეხბურთში, ცოტა არაორდინალური გადაწყვეტილებები აქვს, რაც მისი ხილვის დროს გაოცებს. ვიღაცას მხოლოდ ძალა ჰქონდა, ვიღაცას კი ტექნიკა. ხვიჩასავით სრულყოფილ მოთამაშე საქართველოში იშვიათად, რომ ვინმე ყოფილიყოს.

სპალეტის ძალიან მარტივი მიდგომა აქვს. პირველი ვინც სჭირდებოდა შემდეგ თამაშში, სწორედ ის გამოცვალა. “ლივერპულთან” შეხვედრა უკვე დამთავრებული გახლდათ.

კვარას ბევრი 90 წუთის თამაშიც მოუწევს და არაერთხელ გააოცებს გულშემატკივარს.

პირველი ბურთი რომ შეაგდო, იქ ერთი გენიალური გადაცემა გააკეთა და მივწერე, ეს პასი უფრო ფასობსთქო.

გულწრფელად ვამბობ, მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ბევრმა ყველა ასაკის გულშემატკივარმა ნახოს კვარას თამაში ნეაპოლში ცოცხლად. ძველი თაობაც ღირსია მისი ნახვის. გარკვეულ ორგანიზაციულ საკითხებს ვაგვარებ.” – განაცხადა შოთამ.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ქართველი ფეხბურთელი “ნაპოლიმ” ბათუმის “დინამოდან” 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *