ოქტომბერი 7, 2022

Crystalsport-ის youtube არხზე “საგოლე გადაცემის” სტუმარი სპორტული ჟურნალისტი ლევან სალუქვაძე გახლდათ, რომელმაც ქართული კლუბების ევროსარბიელზე დაფიქსირებულ შედეგზე ისაუბრა:

 

“მოდი ასე ვთქვათ… ჩვენს ქვეყანაში არ არის ჯერ ის შემოსული, რომ მე რადგან თბილისის “დინამოს” გულშემატკივარი ვარ, ბათუმს ან სხვა გუნდებს არ უნდა ვუქომაგო და მათი წარმატება არ უნდა მიხაროდეს…

 

ცოდვა გამხელილი სჯობს და შესაძლოა, ჩემთვის გია გეგუჩაძე სასურველ მწვრთნელთა კატეგორიაში არ იყოს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე დავაფასე მისი მუშაობა და რამდენჯერმე წარმატებაც ვუსურვე. ნამდვილად გამიხარდებოდა, რომ კიდევ ერთხელ ჯგუფში შესულიყო…

 

ერთ

წრეზე ვტრიალებთ… ესე იყო ბადრი პატარკაციშვილის “დინამო”, ესე იყო ფიფიას “დინამო”, “ამერი” და კიდევ რამდენი გუნდი ჩამოვთვალო…

 

ვიღაცას თანხის გადახდა უნდოდა და მერე უცბად ამის სურვილი უქრებათ… სულ ვამბობთ, რომ დასანანია, აი აქ, რომ ეს გაგვეკეთებინა, იქ, რომ ის მომხდარიყო… ვტრიალებთ ერთ წრეზე… სირცხვილია რა… გადახედეთ ერთი, რა გუნდებია დარჩენილი ევროტურნირებზე უნდა ამომეწერა და წამომეღო, მაგრამ ისეთი გუნდებია, სახელები ვერ დავიმახსოვრე…

 

ისლანდიური და მალტის გუნდები რამდენი არიან გასულები?! – არ გადამრიოთ, ყველამ ჩვენზე უკეთ იცის თამაში?! არავინ არ მითხრას კიდე ცხოვრების დონე და ა.შ…სამხრეთ ამერიკული კლუბი ეხლა ვერ მოუგებს ამ გუნდებს? ვენესუელის გუნდი სადაც დაიჭერს, იქ მოუგებს მაგათ.

 

გვიჭირს ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები… სულ რაღაც სხვა ფაქტორებს ვეძებთ… იქ მსაჯი, ამინდი, არ გაგვიმართლა… ეხლა რაღაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ კუპატაძის ბრალია ყველაფერი?!

 

ვერავინ დამაბრალებს, რომ სადმე კუპატაძეს ვლობირებდი… პირიქით, სულ ვკითხულობდი, ნაკრების მესამე მეკარე სულ ეს ბიჭი, რომ არის-თქო, სხვას არ უნდა მიეცეს შანსიო?! ღმერთმა გაუმარჯოს ლაზარეს და უდიდეს წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ვერავინ ვერ დამწამებს, რომ კუპატაძის გამო ვამბობ ამას.

 

ცოტა უხერხული არ არის, რომ წაგებული თამაშის მერე 1 კვირაში ბიჭი გააგდო გუნდიდან? გავიგე, რომ იქ ლამაზად ეწერა, რომ ორმხირივი შეთანხმების საფუძველზე წავიდა და რაღაც…

 

კარიუსს და ვალდილ პერესს რა აქვთ გაკეთებული? – სიმენსმა თასების მფლობელთა თასების ფინალში მაროკოელმა ფეხბურთელმა მაროკოდან, ცენტრის იქიდან, მსაჯს, რომ უკვე სასტვენი ჰქონდა ჩადებული და დასამთავრებლად ემზადებოდა, დაურტყა და ისე გაუტანა გოლი…

 

და მერე რა ქნეს, გააგდეს?! ვისწავლოთ ცოტა რაღაცეები… ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ბიჭი ყოფილა ყველაფრის თავი და თავი.

კი მარა, კუთხურზე თუ არ იდგა კარში, დაეძახა ვისმეს – კაპიტანს, მწვრთნელს, ან წინა ძელთან კაცი რო არ იდგა ისიც კუპატაძის ბრალია?!

 

გუნდია რა, გუნდმა წააგო ეს თამაში… რაღაცა ცუდი ჭორებიც მოვისმინე ლაზარეს წასვლაზე და მსგავსი სიბინძურეების გაგება არც კი მინდა.

 

ვფიქრობ, სანამ გლობალურად არ დავიწყებთ ჩვენს შეცდომებზე საუბარს და არ შეგვეშინდება ჩვენი შეცდომების დანახვის, მანამდე წარმატება ვერ გვექნება.

 

ფაქტია, 30 წელი რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. მოვა ვიღაც სხვა, ფულიანი კაცი, გადაჯგუფდებიან გადმოჯგუფებიან და მერე დავიწყებთ ილუზიებს… გამოვა მერე “პარტიზანი” და “ლოკომოტივი” და ვიტიროთ, რომ აი ცარიელ კარში ავაცილეთ და ა.შ… არ დავიღალეთ ამით?!

 

ცოტა უფრო გაუმჯობესებულად კი არ არის მუშაობა საჭირო, რადიკარულად სულ სხვანაირად არის მუშაობა საჭირო.

 

ერთ მაგალითს მოვიყვან… რინატ ახმეტოვი იცის ყველამ, “შახტიორი” მისი გაკეთებულია და 25 მილიონი ჩადო ფეხბურთში, თუმცა ვერც ევროტურნირებზე შედიოდნენ და ვერაფერი…

 

მერე ერთ-ერთ ინტერვიუში ჟურნალისტმა ჰკითხა, ალბათ, ნანობთ, ამდენი ფული რომ ჩადეთო… კი არ ვნანობ, იდიოტი ვარ, 50 უნდა დამერხარჯა, წარმატებისთვის რო მიმეღწიაო, გაისად დავხარჯავ და ევროსარბიელზე შევალთო…

 

მართლაც დახარჯა – უეფას თასიც აიღო, სტადიონიც ააშენა და “შახტიორი” ახლა საფეხბურთო რუქაზე, რომ არის მისი დამსახურებაა.

 

ანუ, რისი თქმა მინდა… ჩვენ ის უნდა დავინახოთ, რომ განა ეს წარუმატებლობა მეკარის, მცველის, ან ვინმე “აუტჩიკის” ბრალია, საერთოდ ყველას ბრალია, რადგან საქმეს არასწორად ვაკეთებთ…

 

გვგონია, რომ ეს საკმარისია და შედეგს ველოდებით, რომელიც არ დადგება. ვინ არის ბრატისლავის “სლოვანი”?! დაიწყეს, ასეთი გუნდია, ისეთი გუნდია… თუ არ გაქვს ამბიცია, რომ “სლოვანს” მოუგო და შემდეგ ეტაპზე გახვიდე, საერთოდ რატომ მოდიხარ და რისთვის დებ ფეხბურთში ფულს?!

 

ამ საქმეს რომ იწყებ, “იანგ ბოიზის”, “ზალცბურგის”, და ეგეთი გუნდების მოგება უნდა გინდოდეს, ისე ვერ შეხვალ ევროტურნირებზე, ან თუ შეხვალ რა გესაქმება?!.

 

ვერ მივდივართ სწორი გზით ხალხო… გაისადაც იგივე იქნება და მე ეს უკვე გამოვლილი მაქვს”, – ამბობს სალუქვაძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.