მარტი 31, 2023

დღეს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ბრატისლავა “სლოვანი” შინ ბათუმის “დინამოს” მიიღებს.

მატჩუს წინ ბათუმის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ მედიასთან ისაუბრა:

“ძლიერ გუნდს ვეთამაშებით. როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური თვალსაზრისით, ძლიერი მეტოქე გვყავს. ჩვენ ყოველთვის გამარჯვების სურვილი გვაქვს. ვფიქრობ, საბოლოო შედეგი ხვალ არ გადაწყდება, საბოლოო შედეგი ბათუმში უნდა დაფიქსირდეს.

ყველაზე კარგი შემფასებელი მინდორი და თამაშია.

ვერ გეტყვით, ხვალ იმ შემადგენლობით ვითამაშებთ თუ არა, რაც თბილისის ”დინამოსთან” მატჩში იყო.

ეს მატჩი იმ კუთხითაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ძალების შეფასება სწორად შევძლოთ. ეს მატჩი ჩვენთვის ბევრი რამის მომცემია.

რაც შეეხება ვლადიმირ ვაისს, ჩვენ თანამშრომლები ვიყავით. ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვქონდა, როცა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი იყო. მაშინ მე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ვწვრთნიდი.

გვიხარია, რომ ქართველი ფეხბურთელები სლოვაკური ფეხბურთის ღირსებას წარმატებით იცავენ, თუმცა ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი დავამტკიცოთ. ამ შემთხვევაში ეს წმინდა საფეხბურთო დაპირისპირებაა” – განაცხადა გია გეგუჩაძემ.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

მომზადებულია crystalsport-ის მიხედვით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.