მარტი 29, 2024

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის ”დინამო” სტუმრად ბრატისლავას ”სლოვანს” დაუპირისპირდება. სლოვაკეთის ჩემპიონის, ”სლოვანის” მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა:

 

”იმედი მაქვს, ახალწვეულები სათამაშო ხარისხითა და გამოცდილებით გუნდს გააძლიერებენ. ხვალინდელ შეხვედრაში ხარისხი უნდა ვაჩვენოთ. ასევე, გუნდური სულისკვეთება უნდა გამოვავლინოთ. ბათუმის ”დინამო” თამაშებს რეგულარულად ატარებს და კარგ ფორმაშია. ბედნიერი ვარ, რომ ხვალ ბათუმის ”დინამოს” შევხვდები, თუმცა ხვალ ”დინამო” ჩვენი მეტოქეა და იმედი მაქვს, რომ ჩვენი კარგი ურთიერთობა, ჩვენი მეგობრობა ამ მატჩის შემდეგაც გაგრძელდება. ეს ფეხბურთია და უკეთესი გუნდი გაიმარჯვებს. არავის შეუძლია თქვას, თუ რა მოხდება ფეხბურთში, ერთ კონკრეტულ შეხვედრაში. იმედი მაქვს, საშინაო მატჩს სასურველი შედეგით დავასრულებთ. ეს დაპირისპირება, ეს დუელი უნდა მოვიგოთ, ხარისხიან გუნდს ვეთამაშებებით. ბათუმის ”დინამო” 4 წლის წინ მეორე ლიგაში თამაშობდა, მეტოქეს დიდი პროგრესი აქვს. ქართულ ფეხბურთს ნიჭი და ტექნიკა ახასიათებს”.

ვლადიმირ ვაისმა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ დასმულ კითხვას მოკლე პასუხი გასცა:

 

”არ ვიცი, ჩაკვეტაძე ითამაშებს თუ არა ხვალინდელ მატჩში, ამას ხვალ ვნახავთ”.

”სლოვანი” – ”დინამოს” პირველი დაპირისპირება 7 ივლისს, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

 

შეგახსენებთ, საპასუხო შეხვედრა 14 ივლისს გაიმართება და ამ წყვილის გამარჯვებულის მომდევნო მეტოქე „ტობოლისა“ და „ფერენცვაროშის“ წყვილში საუკეთესო იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *