აგვისტო 8, 2022

 

ლევან მაისაშვილის გუნდს 10  ივლისს იქნება. “ბორჯღალოსნები”  ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე”  იტალიას დაუპირისპირდებიან. არსებული რეალობიდან გამომდინარე ვაღიაროთ, რომ ამ მატჩში იტალია ფავორიტია, მაგრამ გამორიცხული არაფერია.

დიდი სარაგბო მატჩის წინ,  ჩვენ ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს ვასილ ლობჟანიძეს ვესაუბრეთ.

“საკმაოდ სერიოზული გუნდია. იტალიამ დაამტკიცა, რომ პროგრესირებადი გუნდია. ბოლო 6 ერზე საკმაოდ მაღალი დონის რაგბი აჩვენა და უელსის დამარცხებაც შეძლო. ურთულესი თამაში იქნება, მაგრამ გულშემატკივარს ბოლომდე თავდადებას და კარგ თამაშს ვპირდებით.

 

საკლუბო სეზონითაც საკმაოდ კმაყოფილი ვარ. “ბრივში” დიდი სათამაშო დრო მქონდა და პრაქტიკის ნაკლებობას არ განვიცდი. ამ კლუბთან კიდევ ორი წელი მაკავშირებს კონტრაქტი და მომდევნო სეზეონებსაც “ბრივში” გავატარებ.

 

იტალიასთან მატჩს რა დატვირთვაც აქვს, ასეთ მატჩებში გულშემატკივარს უდიდესი ძალა აქვს. დარწმუბებული ვარ სტადიონი გაივსება და საოცარი ატმოსფერო იქნება.”-გვითხრა ვასილ ლობჟანიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.