აგვისტო 8, 2022

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, ამჟამად კი, ინგლისური ჰალის მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე ხვიჩა კვარაცხელიას იტალიურ ნაპოლიში ტრანსფერს გამოეხმაურა და 21 წლის ტალანტს წარმატებები უსურვა.

 

“მხოლოდ მისი ქართველობის გამო არ გვგონია ყველაზე მაგარი, უფრო იმიტომ, რომ ქართულის და საუკეთესოს შერწყმაა. იტალიელებმა კი არა, ბოლომდე ჯერ ჩვენც არ ვიცით, რა მაგარია! ხვიჩა, წარმატებები ნაპოლიში”.

 

ხვიჩა კვარაცხელი რომ ნაპოლიშის წევრი გახდებოდა, ჯერ კიდევ აპრილში კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, გუშინ კი სერია A-ს ოფიციალურ ვებგვერდზე დაიწერა, რომ ქართველი ფეხბურთელის ნაპოლიში ტრანსფერი დარეგისტრირებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ კვარაცხელია ოფიციალურად ნეაპოლელთა წევრია.

 

ხვიჩამ იტალიურ კლუნთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მის კარიერაში ახალი, ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. 21 წლის ფეხბურთელი ლუჩანო სპალეტის გუნდთან ერთად მზადებას 9 ივლისიდან შეუდგება, როდესაც ნაპოლის წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპი დაიწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.