
რუსულმა გამოცემა “სპორტ-ექსპრესმა” ხვიჩა კვარაცხელიასთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც “ნაპოლის” მომავალი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების შესახებ საუბრობს:
-რატომ გადაწყვიტეთ გარდამავალ პერიოდში “რუბინიდან” “დინამოში” გადასვლა?
– საქართველოში თამაში მინდოდა, რადგან ეს ჩემთვის ძალიან კარგი იქნებოდა.
-იმ ფაქტმა ხო არ შთაგაგონათ, რომ მთელი სტაფიონი თქვენი თამაშის სანახავად მოვიდოდა?
– არა მხოლოდ ჩემთვის. ბათუმში ფეხბურთი ძალიან უყვართ და გუნდის თამაშის საყურებლად დადიან და არა მარტო ჩემთვის.
– საქართველოს ნაკრები თქვენი მონაწილეობით ბოლო მატჩებში ძალიან კარგად თამაშობს. როდის გავა პირველად მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატზე?
–
შემიძლია ვთქვა, რომ ეს ძალიან მალე მოხდება!