
გიორგი წიტაიშვილმა რუსეთთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მან 2008 წლის ომიც გაიხსენა, როდესაც ოკუპანტი ქვეყანა ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრა.
“რუსეთში ადამიანებს საკუთარი აზრი არ გააჩნიათ, გულის გამო ხმას არ ამოიღებენ და ადამიანებისა და ბავშვების სიკვდილს უყურებენ. მათ განვითარება და ნორმალური ცხოვრება არ სურთ, რადგან ამის შემდეგ რუსეთში ნორმალური ცხოვრება არასდროს იქნება.
ეს ქვეყანა და ეს ხალხი მთელ სამყაროს შეაძულეს. თითქოს, მათ კედელი ააგეს. ჩემთვის რუსეთმა არსებობა შეწყვიტა. მათი პრეზიდენტის მიმართ ცუდი დამოკიდებულება მქონდა.
რა თქმა უნდა, შეიძლება ქვეყანაში კიდევ იყოს ორიოდე ნორმალური ადამიანი – ასიდან ერთი პროცენტი, თუმცა ის ერთი პროცენტიც კი არ შემიმჩნევია.
რუსული კლუბების შემოთავაზებებს არც კი განვიხილავ. ჩემი ფოტო ბასტასთან? ის ერთ-ერთია, ვისაც ფულის დაკარგვის ეშინია. თუ რუსები ხმას ამოიღებენ, წამში ყველაფერს დაკარგავენ”, – განაცხადა ქართველმა ფეხბურთელმა.