მარტი 21, 2023

ბათუმის “დინამოს” სპორტული დირექტორი ლადო დვალიშვილი შვეიცარიის ქალაქ ნიონში იმყოფებოდა, სადაც ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრას დაესწრო. დვალიშვილმა კომენტარი გააკეთა:

“ვერ ვიტყვი, რომ წილისყრის შედეგებით კმაყოფილი ან უკმაყოფილო ვარ. ყველაფერი 2-რაუნდიან დაპირისპირებაში გაირკვევა.

“სლოვანი” სერიოზული მეტოქეა, პატივს ვცემთ, მაგრამ საკუთარი შესაძლებლობების გვჯერა და ყველაფერს გავაკეთებთ, შემდეგ ეტაპზე რომ გავიდეთ.

ჯაბა კანკავასა და ვლადიმირ ვაისთან კომუნიკაცია მქონდა. შანსებს ისინიც თანაბრად, 50/50-ზე აფასებენ. კარგი იქნებოდა, ერთმანეთს პირველივე ეტაპზე არ დავპირისპირებოდით.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის საკითხს, რომელიც ასე აქტუალურია,

ამის შესახებ უახლოეს მომავალში განცხადებას გავაკეთებთ.”

ბათუმელები ბრატისლავის “სლოვანს” შეხვდებიან. სლოვაკეთის ჩემპიონებს ვლადიმირ ვაისი წვრთნით, გუნდში კი გურამ კაშია და ჯაბა კანკავა გამოდიან. პირველი მატჩი ბრატისლავაში (5 ან 6 ივლისს), განმეორებითი კი ბათუმში (12 ან 13 ივლისს) გაიმართება.

შეგახსენებთ, ბათუმის “დინამოს” ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე იტალიური “ნაპოლის” წევრი გახდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.