
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე წარმატებულ გამოსვლას განაგრძობს. “ჯვაროსნები” ზემოთხსენებული გათამაშების მე-3 ტურის შეხვედრაში ჩრდ.მაკედონიას ესტუმრნენ და ანგარიშით 0:3 გამარჯვება მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი წიტაიშვილმა რამდენიმე წუთის წინ ინსტაგრამის მეშვეობით საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა:
“ჩვენმა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართულ მატჩში აჩვენა ხასიათი და დისციპლინა.
⠀
ეს იყო რთული მატჩი, ყველამ 200 % დადო. ახლა კი კიდევ უფრო მეტია საჭირო და ამიტომ უნდა შევუდგეთ შრომას. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის” – განაცხადა გიორგი წიტაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას დინამო არენაზე 12 ივნისს ბულგარეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.