
როგორც მოგეხსენებათ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მორიგი შეხვედრისთვის მზადებას განაგრძობს.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა შეხვედრის წინ მედიის წარმომადგენლებს ესაუბრა:
“როდესაც ფინალში საქართველო ჩრდ. მაკედონიასთან დამარცხდა, მაშინ მთავარი მწვრთნელი მე არ ვყოფილვარ და ეს არ არის ჩემთვის რევანშის საკითხი. უმჯობეისა ეს კვეკვეს ჰკითხოთ. მართალია, იგივე გათამაშებაა, მაგრამ სრულიად სხვა კონტექსტით. არ არის მთავარი რაც წელიწადნახევრის წინ იყო, მთავარია რაც ბოლო 7 დღის განმავლობაში ხდება და რა იქნება მომავალში. თუ ამ ინტენსივობას შევინარჩუნებთ, თბილისში აუცილებად გახარებულები დავბრუნდებით.
ყველა მოთამაშე მწყობრშია და მზად არის ხვალინდელი მატჩისთვის.
როცა გათამაშება იწყებოდა ვამბობდი, რომ ჯგუფის ფავორიტი ჩრდ. მაკედონია იქნებოდა. ეს იმიტომ ვთქვი, რომ ამის მჯეროდა. ფაქტია, რომ მათ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს, შემდეგ იტალია დაამარცხეს, მაგრამ ერთია ლაპარაკი და მეორეა მოედანზე რა იქნება. იმედი მაქვს, რომ ჩემი სიტყვები შეცდომა იქნება და მათ ნაცვლად პირველ ადგილს ჩვენ დავიკავებთ.
ამ ეტაპზე ჩრდ. მაკედონიაზე ღრმა ანალიზს ვერ შემოგთავაზებთ. ბულგარეთთან თამაშს თუ შევხედავთ შეიძლება არ იყო დამაკმაყოფილებელი შედეგი. მესამე თამაში ყველაზე გადამწყვეტია. ვიცით, რომ ჩრდ. მაკედონიას ბრწყინვალე ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ ჩვენი ყურადღება მხოლოდ საკუთარ თავზე და შესაძლებლობებზეა გამახვილებული”, – განაცხადა ვილი სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ ჩრდ.მაკედონიისა და საქართველოს ნაკრების შეხვედრა ხვალ თბილისის დროით 22:45 საათზე შედგება.
მომზადებულია crystalsport-ის მიხედვით.