დეკემბერი 9, 2022

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ლევან ცქიტიშვილი CrystalSport-ის Youtube არხის საფეხბურთო კონტენტის, „საგოლე გადაცემა“-ს სტუმარი იყო. ვეტერანმა ნახევარმცველმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის გიორგი ჩაკვეტაძის თემასაც შეეხო.

 

“სამწუხაროა, რომ ბევრი ტრავმის გადატანა მოუწია და ასეთი პერიოდები რთული გადასატანია. ახლა მისთვის სათამაშო პრაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა წავიდეს ისეთ გუნდში, რომელშიც მეტს ითამაშებს. მთავარია, ფორმა აღიდგინოს და საქართველოს ნაკრებს, თავის ქვეყანას გამოადგეს. თავს უნდა შემოუძახოს, ეს ფეხბურთია და ცხოვრება, რომელშიც ასეთი რაღაცები ხდება. შეიძლება, დაეცე, მაგრამ უნდა ადგე და ბრძოლა გააგრძელო, ეს სპორტსმენის პირველი თვისებაა, რადგან მუდმივად წინსვლა არ არსებობს. გიორგის წარმატებებს ვუსურვებ და მჯერა, წამოდგომას შეძლებს და კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.