დეკემბერი 3, 2022

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ერთა ლიგის მეორე ტურში ბულგარეთთან გასვლითი მატჩის მოგების (5:2) შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე „ჯვაროსნების“ თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძეს შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

რამდენად რეალურია ეს ტრანსფერი ფრანგი მწვრთნელის გადასახედიდან? ვილი სანიოლმა კომენტარის დროს, ასეთი შესაძლებლობა დაუშვა.

„მიქაუტაძის „ჰალში“ შესაძლო ტრანსფერი ფეხბურთელის პირადი გადასაწყვეტია. გიორგიმ იცის, რას ველი მისგან და მან დღეს ჩემი დავალება შეასრულა. თვეების წინ განსხვავებული ფეხბურთელი იყო. სადაც არ უნდა გადავიდეს, აქვს იმის პოტენციალი, რომ წარმატებული ფეხბურთელი იყოს“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.

ფრანგმა მწვრთნელმა ახალგაზრდა მოთამაშეს შეახსენა, რამდენად მნიშვნელოვანია შრომა.

„თუ ბევრს არ იმუშავებ, პროფესიონალი ფეხბურთელი ვერ იქნები. გიორგი არაა ყველაზე მაღალი და ღონიერი, მაგრამ აქვს ფეხბურთის შეგრძნება, რომელიც ძალიან საინტერესოა და თუ შრომას გააგრძელებს, ნებისმიერ გუნდში წარმატებული იქნება“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.