ივნისი 29, 2022

“ანორთოსისის” მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია “პირველი არხი სპორტის” სტუმარი იყო, სადაც ქართველი ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა:

“ერთი მხრივ ცუდია, რომ ევროტურნირზე ვერ მოხვდით, მაგრამ მეორეს მხრივ კარგია, რადგან ახალი გუნდის შესაქმნელად და ახალი ფეხბურთელების მოსაყვანად დრო გვაქვს…

თუ საინტერესო ქართველი მოთამაშე გამოჩნდება, დიდი სიამოვნებით წავიყვან. მე გუნდში ქართველები სულ მყავდა და ჩვენთან სულ უმაღლეს დონეზე თამაშობდნენ. ახლაც ვეძებ და მინდა ისეთი ქართველი წავიყვანო, რომელიც ჩვენს გუნდსაც გამოადგება და ნაკრებსაც…

კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს და რაც არ უნდა მოხდეს,

იქ ვარ – თუ რამე არ შეიცვალა.”

შეგახსენებთ, ქართველი სპეციალისტის გუნდი, რომლის კარს გიორგი ლორია იცავს, ევროტურნირების საგზურის გარეშე დარჩა.

წყარო: პირველი არხი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.