
კარიერის დასრულების შემდეგ ჯანო ანანიძემ ძალები 7X7 ფეხბურთში მოსინჯა და მასტერ ლიგის გუნდში იასპარეზა. ყველაზე მასშტაბური საფეხბურთო ტურნირზე ჯანო ფეხბურთის ფედერაციის გუნდში თამაშობს.
ჯანო ანანიძემ რუსულ ვებგვერდს ვრცელი ინტერვიუ მისცა,სადაც ჩვენთვის ყველაზე საინტერესო თემაზეც ისაუბრა. ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი საქართველოში ფეხბურთის აკადემიის გახსნას აპირებს.
„მინდა საფეხბურთო აკადემია გავხსნა. საქართველოში იზრდებიან ნიჭიერი ფეხბურთელები. მაქვს სურვილი მათ განვითარებას დავეხმარო. რომ შევაჯამოთ მე ღირსეული კარიერა მქონდა. სამშობლოში თავ აწეული დავდივარ და ჩემი ნათამაშები ფეხბურთისთვის ყველა მადლობას მიხდის.ადრე დავიწყე და ადრე დავასრულე. ე.ი ეგრე უნდა ყოფილიყო. ჩემი გადმოსახედიდან მეტის გაკეთებაც შემეძლო,მაგრამ მადლიერი ხალხის ემოცია მაკმაყოფილებს. პატარა ქართველი ბიჭის ოცნება ბოლომდე არ ახდა. კარიერის დასრულების შემდეგ იმდენმა ადამიანმა მომწერა, რომ მივხდი ეს ყველაფერი ტყუილად არ გამიკეთებია. ე.ი. უბრალო ფეხბურთელი არ ვყოფილვარ.“
ანანიძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი 16 წლის, 10 თვისა და 26 დღის ასაკში ჩაატარა და ლევან ყენიას შემდეგ, ამ დრომდე ყველაზე მცირე ასაკის დებიუტანტია. მან საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმა პირველად 2009 წელს, იტალიის წინააღმდეგ მოირგო, მაშინ ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ექტორ რაულ კუპერი იყო.