დეკემბერი 3, 2022

_რა ასაკში დაიწყეთ ფეხბურთის თამაში?

_როგორც ყველა,მეც ბავშვობიდანვე მქონდა ბურთთან შეხება,წინა წელს კი  ოფიციალურად ქსკ “ქარიშხალას” გუნდში დავიწყე თამაში.

_როგორი რეაქცია მოჰყვა ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების მხრიდან?

_ჩემს ირგვლივ არსებობენ ადამიანები ვინც დადებითად არის განწყობილი ამ საკითხის მიმართ,მაგრამ ასევე მრავლად არიან ადამიანებიც რომლებიც თვლიან რომ ფეხბურთი გოგოს საქმე არ არის.

_რამდენად განვითარებულია საქართველოში ქალთა ფეხბურთი?

_რამდენადაც ხმამაღლად არ უნდს ჟღერდეს ვთვლი რო ქალთა ფეხბურთი არ განვითარდება მანამ სანამ იარსებებენ ისეთი “არბიტრები” და “გარკვეული პრივილეგიები “ რომელთან შეჯახებაც სამწუხაროდ გვიწევს, ეს ყველაფერი კი თამაშის სურვილს მინიმალურამდე ამცირებს.

_როგორი მდგომარეიბა ამჟამად გუნდში?

_გულწრფელად შემიძლია ვთქვა რომ ჩემი გუნდით ვამაყობ…იმიტომ არა რომ რაღაც სასწაული შედეგი დავდეთ…ერთი პატარა რაიონის კიდევ უფრო პატარა სოფლის,სკოლის გუნდივართ რომელიც მეორე ლიგაში იღებს მონაწილეობას ეს უკვე წარმატება და მიღწევაა… მაგრამ სამწუხაროდ ბევრმა საჩხერელმაც კი არ იცის რომ ვარსებობთ,და არსებობს “ქალთა გუნდი”საჩხერეში რაც შეეხება გუნდს
არაჩვეულებრივი გარემო,გამორჩეულად კარგი მწვრთნელი და გოგონები…. ყველანი ვართ იმ იმედით რომ ყურადღებას მოგვაქცევენ მეტად დაგვიდგებიან გვერდით და შეუწყობენ ხელს გუნდის განვითარებას.

_რა არის მაქსიმუმი თქვენი გუნდისთვის ამ სეზონში?

_თავხედურად არ გამომივა ალბათ,თუ ვიტყვი რომ “ფინანსები”საჭიროა განვითარებისთვის, აქედან გამომდინარე ჯერჯერობით მთავარ მიზანს წარმოადგენს “გამოვჩნდეთ”გაიგოს ხალხმა ჩვენი არსებობა , გამოგვიჩნდეს კარგი სპონსორი,ადამიანები ვინც გვერდით დაგვიდგებიან,ამ ყველაფერს კი მოყვება განვითარება და სწრაფვა წარმატებისკენ.

_არის თუ არა პასუხის მგებლობა იყო კაპიტანი და რატომ?
თქვენი აზრით?

_პირადად ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვიქნები თუარა კაპიტანი,ჩემთვის მთავარია მოედანზე ყოფნისას გავაკეთო იმის “მაქსიმუმი რაც შემიძლია” მაგრამ როცა ხარ კაპიტანი,გაქვს გარკვეული პასუხისმგებლობა და ვალდებულება გუნდის მიმართ,მთავარი კი მაინც გუნდის ერთიანობაა და ცალკეულად “კაპიტნობა” არაფერს ნიშნავს…

_რას უსურვებდეით დამწყებ ქალ ფეხბურთელებს
და რა უნდა გაითვალისწინონ?

_საკუთარ თავზე იმუშავონ მეტი,ფსიქოლოგიური განწყობა ძალიან ბევრს ნიშნავს,ყველაზე დიდ მინუსად მიმაჩნია საკუთარ თავში რომ არ შემიძლია ემოციების კონტროლი რაც ფეხბურთს და ზოგადად სპორტს ჭირდება,
ვუსურვებდი
არასდროს მოუწიოთ “არასამართლიან”გარემოში თამაში,და გარემოში სადაც ფეხბურთის თამაშის სურვილს დაგაკარგვინებენ…

ინტერვიუ მომზადებულია: თეონა ბუღაძის მიერ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.