Marca.ge დაუკავშირდა ქსკ გორის “იუნაიტედის”ფეხბურათელ მარიამ ბერაშვილის და მას რამოდენიმე კითხვა დაუსვა.
_რა ასაკში დაიწყეთ ფეხბურთის თამაში და რამ გიბიძგათ შევსულიყავით ამ სპორტზე?
_ბავშვობიდან ვთამაშობ ფეხბურთს. გოგონების გუნდი რომ არ არსებობდა ჩემს სოფელში ბიჭებთან ერთად ვარჯიშობდი ხშირად.
_რას ნიშნავს თქვენთვის იყო ქალი ფეხბურთელი და როგორ ხვდება საზოგადოება ამ ფაქტს?
_საზოგადოების მხრიდან ყოველთვის არის გაკვირვება.
_როგორი მდგომარეობაა გუნდში და რა არის თქვენი მიზანი ამ სეზონში?
_კარგი მდგომარეობაა.ჩვენი მიზანია ღირსეული მეტოქეობა გავუწიოთ სხვა გუნდებს.
_თვენ ნათამაშები გაქვთ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში როგორი გრძნობაა როდესაც საქართველოს სახელით გამოდიხართ მოედანზე?
_როდესაც საქართველოს სახელით გადიხარ მოედანზე და შენი ქვეყნის ღირსებას იცავ რა თქმა უნდა ამაღელვებელი და მეტად საპასუხისმგებლოა.
_რამდენად განვითარებულია საქართველოში ქალთა ფეხბურთი?
_ნელნელა ვითარდება და უფრო და უფრო მეტი გოგონა ერთვება ფეხბურთში.
_რას ურჩევდით დამწყებ ქალ ფეხბურთელებს?
ბევრი იშრომონ და არ გაჩერდნენ.