დეკემბერი 7, 2023

Marca.ge ნიჩბოსნობაში მსოფლიოს და ევროპის ვიცე ჩემპიონ მარიამ ქერდიკაშვილს ესაუბრა.

 

 

მარიამ მოგვიყევით თქვენი კიდევ ერთი შედეგის შესახებ რომელიც მოიპოვეთ საქართველოს თასზე, როგორი იყო განცდები?

-30-1 რიცხვებში ჩატარდა საქართველოს თასი ნიჩბოსნობაში სადაც მეც მივიღე მონაწილეობა. 500 და 200 მეტრიან დისტანციაზე დავიკავე პირველი ადგილი. შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ და იმედია მსოფლიო ჩემპიონატზეც მსგავს შედეგს ვაჩვენებ.

 

ძალიან ახალგარზრდა  მაგრამ წარმატებული ნიჩბოსანი ხართ, რა გეხმარებათ წარმატების მიღწევაში ?

-წარმატების მიღწევაში მეხმარება საკუთარი თავის რწმენა და ასევე აუცილებელია თავდაუზოგავი შრომა და რა თქმა უნდა მწვრთნელიც.

 

რას ეტყოდით საქართველოს თასის ორგანიზატორებსა თუ მონაწილეებს?

-საქართველოს თასი ჩატარდა ფოთში სადაც საკმაოდ კარგად იყო ორგანიზებული შეჯიბრი და ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მონაწილეს.

 

რაა საჭირო საქართველოში ნიჩბოსნობის მეტად ასაღორძინებლად საჭირო?

-ნიჩბოსნობის განსავითარებლად აუცლებელია ბაზის მშენებლობა და იმედია მალე აგვიშენებენ ბაზას. 5.სამომავლოდ მაისის თვეში მაქვს ორი მსოფლიო თასი და ვიმედოვნებ რომ კარგი შედეგით დავბრუნდები საქართველოში.

-მადლობას გიხდით. გისურვებთ წარმატებებს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *