
,,მძლეოსნობის სტადიონი სტანდარტული 400 . წრე არ არსებობს!”
– ინტერვიუ ჯეირან ხოფერიასთან
სპორტული საიტი marca.ge დაინტერესედა თუ რამდენად აქვს მძლეოსნობას ხელშეწყობა საქართველოში და როგორ ვითარდება. ამ მიზნით ჩავწერეთ საქართველოში წარმატებული მწვრთნელი, მძლეოსნობაში საქართველოს მრავლგზის ჩემპიონი აფხაზეთიდან დევნილი (სოფელი ახალი კინდღი) ჯეირან ხოფერია.
აღსანიშნავია რომ მისი მოწაფეები აღწევენ წარმატებებს მსოფლიოს მასშტაბითაც, თუმცა ამ სპორტს რომ მეტი ხელშეწყობა სჭირდება ამას თავადაც აღნიშნავს.
-ბატონო ჯეირან საქარტველოს გარდა რომელ ქვეყანაში მოღვაწეობთ ამ ეტაპზე და როგორი არის თქვენი სამწვრთნელო კარიერა?
-საქართველოში ვმოღვაწეობ. ქალაქ ფოთში. მყავს საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები ასაკის მიხედვით საქართველოს რეკორდსმენი 20 წლამდე.საბა ხვიჩავა, 3000 მ წინაღობებით სირბილში. ამჟამად ამერიკაში სწავლობს და უნივერსიტეტის სახელით გამოდის შეჯიბრებზე
ზაფხულობით ჩამოდის ხოლმე, საქარველთველოს სახელით გავდივართ სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებზე.
–აქვს თუ არა საქართველოში შესაბამისი ხელშეწყობა მძლეოსნობას?
-ისე არა,როგორც უნდა იყოს.ბევრ პრობლემასთან ერთად ყველაზე დიდი პრობლემა არის ის რომ საქართველოში არ არსებობს სარბენი ბილიკი, ზამთრის და ზაფხულის ჩემპიონატები ტარდება დახურულ დარბაზში.
-მძლეოსნობის სტადიონი სტანდარტული 400 მ წრე არ არსებობს, რის გამოც სხვადასხვა მანძილები დარბაზში ვერ ტარდება.
მადლობას ვუხდით ჯეირან ხოფერიას ჩვენტან საუბრისთვის. ვიმედოვნებთ ჩვენს საიტზე დასმული საკითხი უგულისყუროდ არ დარჩება.