ოქტომბერი 4, 2022

 

“ვალენსიას” პრესსამსახურმა გიორგი მამარდაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა და გიორგი ქართულად გვესაუბრება “ვალენსიაში” მის ყოფნაზე.

 

“შეიძლება ესე არ ველოდებოდი, მაგრამ ყოველდღე ვმუშაობ იმისთვის, რომ განვვითარდე. ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო “ვალენსიაში” მოსვლა და მინდოდა დამემტკიცებინა, რომ შემიძლია კარგი მეკარეობა. კიდევ მეტი მინდა. ჩემი ყოველი დღე “ვალენსიაში” უკეთესია და კმაყოფილი ვარ ვალენსიაში ცხოვრებით. ახლა მარტო და ვემზადები ვარჯიშიდან ვარჯიშამდე. შემდეგ ვისვენებ, შეიძლება, ქალაქში გავისეირნო ხოლმე.

 

ქუჩაში როცა გავდივარ, ბევრი ადამიანი მცნობს, ვგრძნობ დადებით ემოციას, სიყვარულს და ძალიან მომწონს. მადლობას ვუხდი გულშემატკივარს ასეთი სითბოსთვის და დადებითი განწყობებისთვის ჩემდამი.

 

ფანტასტიკური სტადიონია, ეს გარემო, ატმოსფერო. ეტყობა, რომ დიდი ფეხბურთელები თამაშობდნენ. რაც შეეხება კოლეგებსა და მწვრთნელებს – პროფესიონალი ხალხია. ძალიან დამეხმარა ჯასპერი. როცა აქ ჩამოვედი, ესპანური კარგად არ ვიცოდი და დამეხმარა, ამეთვისებინა აქაური ცხოვრება, ვარჯიშები, ყველაფერი საერთოდ. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ოჩოტორენას, მისგან ბევრი რამ ვისწავლე.

 

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემ ოჯახს, რადგან რაც არ უნდა მოხდეს, გვერდით მიდგანან და ახლა ჩემი თამაშით ბედნიერები არიან. ასევე, ჩემ გარშემო მყოფ ქართველ ხალხს. სულ ვგრძნობ გვერდში დგომას, ჩემით ბედნიერები არიან და ჩემი წარმატება უხარიათ.

 

ბორდალასი პროფესიონალი და გამოცდილი მწვრთელია. ბედნიერი ვარ, რომ მენდობა და მათამაშებს. პირადად ჩემთვის, ვფიქრობ, ჩავეწერები იმ დიდ ისტორიაში, რომელიც “ვალენსიას” აქვს.

 

ცოტა რთულია ესპანურის სწავლა, რადგან ქართული ესპანური ერთმანეთისგან დიდად განსხვავდება. ნელ-ნელა ვსწავლობ, დავიწყე ლაპარაკი და მეტი გაგება. მოვიგოთ კოპა, თუ გინდა ჩინურად ვიტყვი. ყველაფერს გავაკეთებთ თასზე გასამარჯვებლად. Amunt Valencia!”

 

გიორგი “ვალენსიას” თბილისის “დინამოდან” შეუერთდა და კონტრაქტით “ღამურებში” მინიმუმ 5 წელი დარჩება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.