
იტალიის ჩემპიონატის მე-15 ტურში ბოლონიას კარში გატანილი გოლი ფლანგის მცველ ტეო ერნანდესისთვის მილანის შემადგენლობაში უკვე რიგით მე-4 აღმოჩნდა.
აღსანიშნავი ფაქტია, რომ მცველებს შორის ფრანგამდე უკანასკნელად ერთ სეზონში 4 გოლი ბოლოს ქართველმა ლეგიონერმა კახა კალაძემ გაიტანა.
22 წლის ერნანდესი გახდა პირველი მცველი, რომელმაც როსონერის შემადგენლობაში სადებიუტო სეზონშივე შეძლო მეტოქეთა კარის 4-ჯერ დალაშქვრა. რეკორდის გამეორებისთვის მას სერია ა-ს მხოლოდ 12 შეხვედრა დასჭირდა.
რაც შეეხება კახა კალაძეს 2001-2002 წლების სეზონში მილანის მაისურით 30 მატჩში ჩაატარა და პერუჯას,ვენეციას,ტორინოსა და ლეჩეს გაუტანა გოლი.