
პორტუგალიური გამოცემა futebol365.pt-ის ინფორმაციით გიორგი მაკარიძე პორტუგალიის ჩემპიონატის ოქტომბერ-ნოემბრის მონაკვეთის 3 საუკეთესო მეკარეს შორის მოხვდა!
გამოკითხვაში მონაწილეობას პორტუგალიის ჩემპიონატის მწვრთნელები იღებდნენ, რომლებმაც მაკარიძე Top 3 მეკარეს შორის დაასახელეს. გამოკითხვაში პორტუს არგენტინელი მეკარე აუგუსტინ მარჩესინიმ (37.61%) იკავებს, მეორეზე კი ბენფიკას ბერძენი გოლკიპერი ოდისეას ვლახოდიმისი (26.50?%) გავიდა. გიორგი მაკარიძემ კი ხმების 11.11% მიიღო.
საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მაკარიძემ მიმდინარე სეზონში 13 მატჩი ჩაატარა და 7-ჯერ კარი მშრალად შეინახა.