სექტემბერი 15, 2024
საქართველოს ნაკრების ექიმმა დათო ხარაბაძემ ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას ტრავმებზე კომენტარი გააკეთა.

 

“ხვიჩა კვარაცხელია ნორმალურად არის, დაჭიმულობა იყო უბრალოდ. ხვიჩა ყველა თამაშს უცვლელად თამაშობს სერია A-ში და ეს დიდი დატვირთვაა. უკვე სეზონის ბოლოა, ამიტომ კუნთების პრობლემამ იჩინა თავი.

 

რაც შეეხება ლევან შენგელიას, მან კოჭ-წვივის სახსრის ტრავმა მიიღო და ახლახან მომივიდა რენტგენის დასკვნა. მას აქვს მცირე მოტეხილობა, მაგრამ საგანგაშო არაფერია, რამდენიმე კვირაში ის მწობრში იქნება”, – განაცხადა დათო ხარაბაძემ “მთავარი არხის” ეთერში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *