
ეგვიპტეში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე დღეს ,,კლასიკოსებმა” 7 წონით კატეგორიაში იასპარეზეს და 6 მედალი მოიპოვეს.
ოქროს მსოფლიო ჩემპიონი ლაშა გობაძე 87კგ წონით კატეგორიაში დაეუფლა.
ვერცხლის მედლები ლერი აბულაძემ(63კგ) ჯონი ხეცურიანმა(67კგ) და რობერტ კობლიაშვილმა(97კგ) მოიპოვეს, მათ გამარჯვებამდე თითო ნაბიჯი დააკლდათ.
ბრინჯაოები გურამ ხეცურიანმა(87კგ) და ზვიად პატარიძემ(130კგ) ირგუნეს.