
დღეს საფრანგეთში პარიზის გრანდ-სლემი აიღებს სტარტს. პირველ დღეს 4 ქართველი იჭიდავებს:
-60კგ თემურ ნოზაძე
-66კგ ბაგრატ ნინიაშვილი
-73კგ ლაშა შავდათუაშვილი
-57კგ მარიამ ციხელაშვილი
რაც შეეხება მეტოქეებს:
-60კგ
თემურ ნოზაძე ასპარეზობას მეორე წრიდან დაიწყებს, მისი მეტოქე ავსტრალიელი ჯოშუა კატზი იქნება.
მის ბადეშია გამოცდილი აზერბაიჯანელი აღაიევი, რომელსაც 1/4 ფინალამდე არ ხვდება.
-66კგ
ბაგრატ ნინიაშვილი პარიზის გრანდ-სლემს პირველი ეტაპიდან იწყებს. მისი მეტოქე ეკვადორელი პრეციადო იქნება.
-73კგ
ძიუდოს ექსპერტების აზრით, შავდათუაშვილმა მინიმუმ 1/2 ფინალამდე მისვლა უნდა მოახერხოს. ლაშა მოქმედი პარიზის გრანდ-სლემის ჩემპიონია.
-57კგ
მარიამ ციხელაშვილი პარიზის გრანდ-სლემზე პირველად ასპარეზობს. იგი პირველივე წრიდან დაიწყებს ბრძოლას. მისი პირველი მეტოქე გარსია ოდელინი იქნება.
პირდაპირი რეპორტაჟი 11;00 სთ-ზე დაიწყება, ხოლო ფინალურ ბლოკებს სილქ უნივერსალი გადმოსცემს 20:00 სთ დან.