
ძიუდოში პორტუგალიის გრანდ-პრი დასრულდა, სადაც ქართველთაგან 2 მა შეძლო მედლის მოპოვება.
ჩემპიონი გახდა -100კგ ის ლიდერი – ილია სულამანიძე, რომელმაც ფინალში იაპონელი მეტოქე დაამარცხა.
ვერცხლის მედალს დასჯერდა საბა ინანეიშვილი (+100კგ), რომელიც ფინალში გამოცდილ კორეელ ძიუდოისტთან-კიმთან დამარცხდა.
ძიუდოს შემდეგი ტურნირი პარიზის გრანდ-სლემია, რომელიც 4-5 თებერვალს გაიმართება საფრანგეთში.