თებერვალი 9, 2023

კვიპროსის თასის მერვედფინალში „აპოელმა“ სახლში 4:2 სძლია „არისს“ და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა – დუბლი გიორგი ქვილითაიამ შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

ქვილითაიამ ორი გოლი პირველ ტაიმში გაიტანა და 67-ე წუთზე შეცვალეს. Kerkida აღნიშნავს, რომ გიორგიმ მეორე გოლი მესის სტილში იზეიმა და ყვითელი ბარათი მიიღო. ეს ამ სეზონში მისი მესამე გოლია (ერთი ჩემპიონატზე გაიტანა).

 

გამარჯვებულ გუნდში შეუცვლელად ითამაშეს ლაშა დვალმა (ყვითელი ბარათი მიიღო) და ბუბა დაუშვილმა.

 

„აპოელი“ 19 ტურის შემდეგ ჩემპიონატზე 43 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ აეკ-ს 1 ქულით ჩამორჩება

და 22 იანვარს „აკრიტასს“ უმასპინძლებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.