
მრავალი საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონმა გიორგი ელბაქიძემ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
იგი ამბროლაურის წარმომადგენელია და -70კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.
ელბაქიძემ ფინალში ნიკოლოზ ბუშელაშვილს სძლია.
ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ: გიორგი ჭოლაძე (ქუთაისი) და დავით ფაცინაშვილი(გორი).