
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ინსტაგრამზე 2022 წლის ტოპ 20 გდება გამოაქვეყნა, რომელთა შორის არის ბექა ღვინიაშვილის იპონი უნგრელ ჰერპელთან.
შეგახსენებთ, რომ ბექა ღვინიაშვილმა 2022 წელს 7 ინდივიდუალურ საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზა.
თბილისის გრანდ-სლემი (ოქრო)
ზაგრების გრანდ-პრი (ოქრო)
აბუ დაბის გრანდ-სლემი (ოქრო)
უნგრეთის გრანდ-სლემი (ბრინჯაო)
პარიზის გრანდ-სლემსა და იერუსალიმის მასტერსზე მე-5 ადგილი დაიკავა.
ანტალიის გრანდ-სლემი იყო ერთადერთი ტურნირი, რომლის ფინალურ ბლოკშიც
ბექა არ ყოფილა.
იხილეთ ვიდეო: