მცხეთელმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა 97კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა! იგი ტიტულოვანი სპორტსმენია, ჭაბუკებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი, ახალგაზრდებსა და U23ის შორის ევროპის ჩემპიონი. მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორი დიდებში.
მან ფინალში აჭარელი მოჭიდავე მამუკა კორძაია დაამარცხა.
ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ: მერაბ სულეიმანიშვილი (გორი) და საბა გამთენაძე (ქუთაისი).
იხილეთ ფინალური ბრძოლის ვიდეო: