სექტემბერი 15, 2024

ესპანეთში, კერძოდ გალისიის სამხრეთ ნაწილში გადაუღებელი წვიმები იყო, რის გამოც ვიგოს სელტას სტადიონი, ბალაიდოსი დაიტბორა.

 

აღსანიშნავია, რომ გადაუღებელმა წვიმებმა მდინარე ლაგარესის ადიდება გამოიწვია, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. იწერება, რომ ბალაიდოსის მინდორზე წყალი არ შესულა, თუმცა, მიუხედავად ამისა, როგორც სტადიონის პირველი სართული, ისე მისი მიმდებარე ტერიტორია მთლიანად წყლით იყო სავსე – იხილეთ ვიდეო.

სხვათაშორის, ბალაიდოსს მსგავსი პრობლემა აქამდეც შემთხვევია, რის გამოც ადგილობრივი გულშემატკივრები კლუბის ხელმძღვანელობასთან და ქალაქის მერიასთან პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, თუმცა ჯერჯერობით პასუხისმგებელ პირთა პასუხი არ ისმის.

 

სხვათაშორის, ამ სტადიონმა უნდა უმასპინძლოს ლა ლიგის შეხვედრას, რომელიც 30 დეკემბერს სელტასა და სევილიას შორის შედგება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *