
სერია ა-ს მე-11 ტურის მატჩი, რომელშიც “ნაპოლი” “რომას” ესტუმრა და მეტოქე ვიქტორ ოსიმენის მიერ მე-80 წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა.
“პარტენოპეის” რიგებში 90 წუთი ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ. ქართველი ჩვეულებისამებრ შედეგიანი ნამდვილად ვერ გახლდათ, თუმცა რიგ მომენტებში თავი გამოიჩინა და რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდიც გვაჩუქა.
თუ საქმე შეფასებებზე მიდგება, 21 წლის გარემარბის პერფომანსი წამყვანმა სტატისტიკურმა პორტალებმა შემდეგნაირად შეაფასეს:
Sofascore – 6.7
Whoscore – 7.0
გეტყვით, რომ “ნაპოლი” სერია ა-ს 29 ქულით ლიდერობს. მეორეადგილოსან “მილანს” ლუჩიანო სპალეტის კოლექტივი 3 ქულით უსწრებს.