
ნაპოლიმ სერია ა-ს მე-7 ტურში მილანს სან სიროზე 1:2 სძლია.
მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტის მოპოვება შეძლო. მის მიმართ მატჩის წესები კრუნიჩმა დაარღვია, რის გამოც ყვითლი ბარათითაც დაისაჯა. პენალტის მომენტში მილანის ფეხბურთელებმა ხვიჩას სიმულაციაში დასდეს ბრალი, თუმცა საბოლოოდ მომენტის VAR-ით გადამოწმების შემდგომ მსაჯმა ხელი თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ გაიშვირა.
ამ მომენტს ფეხბურთელებს შორის მცირე დაპირისპირება მოჰყვა.
VIDEO: