მარტი 21, 2023

გიორგი მამარდაშვილით რამდენიმე ტოპ-კლუბია დაინტერესებული და შესაძლოა, უახლოეს 48 საათში შეთავაზებაც გააკეთონ. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.

 

“ვალენსიამ” სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ საათებში, შესაძლოა, გიორგი მამარდაშვილის თაობაზე რამდენიმე გუნდისგან შეთავაზება მიიღოს. დაინტერესებული კლუბები გრძნობენ, რომ კარლოს სოლერის წასვლის შემდეგ “ღამურები” რთულ სიტუაციაში არიან და მომენტით სარგებლობას აპირებენ. ესპანური კლუბის ხელმძღვანელობა ფინანსურ Fair Play-სთან დაკავშირებული პრობლემების გამო მოთამაშესთან კონტრაქტის გახანგრძლივებასა და გამოსასყიდის გაზრდას ვერ ახერხებს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარეს შორის სიტყვიერი შეთანხმება არსებობს.

 

“შესაბამისად, ქართველი მეკარის გამოსასყიდი თანხა კვლავ

20 მილიონს შეადგენს, რაც ზოგიერთ გრანდს აიძულებს, უკანასკნელ საათებში შეთავაზება გააკეთონ” – წერს გამოცემა.

 

შეგახსენებთ, “მამარდას” “ვალენსია” მომდევნო შეხვედრაში, 4 სექტემბერს, “მესტალიაზე” “ხეტაფეს” უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.