მარტი 31, 2023

ჯვაროსნებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და მე-4 წუთზე ზურიკო დავითაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემით ანგარიში გახსნა.

 

შეხვედრის 31-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემით ირაკლი აზაროვმა შესანიშნავი გოლი გაიტანა და ჩვენი ნაკრები უკვე 2-0 იგებს.

 

მატჩის 50-ე წუთზე ილიევის გოლს მალევე ბუდუ ზივზივაძემ უპასუხა და საქართველოს ნაკრები კვლავ ორბურთიან სხვაობას ინარჩუნებს.

 

ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ უხეში თამაშის გამო ბულგარელთა კარში იტალიელმა მთავარმა არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. ის თავად ხვიჩამ შეასრულა და სტუმრებმა ანგარიში კვლავ გაზარდეს. 4-1 !

 

ვილი სანიოლის ცვლილებები აშკარად მუშაობს. გიორგი მიქაუტაძემ შესანიშნავი თამაშის შემდეგ გადაცემა ვაკო ყაზაიშვილს გაუკეთა. მანაც არ დააყოვნა და ჩვენებურების მხრიდან მეხუთე გოლი გაიტანა.

 

საბოლოოდ მატჩი საქართველოს გამარჯვებით 2:5 დასრულდა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.