მაისი 24, 2022

 

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთში კვლავ გამოიჩინა თავი.

 

ჩემპიონატის 30-ე ტურში “უიპეშტმა” სახლში 2:0 სძლია მტკ-ს, ზივზივაძემ 82-ე წუთზე გოლი გაიტანა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და 83-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გიორგი ბერიძემ 62-ე წუთამდე ითამაშა.

 

ბუდუმ, რაც “ფეჰერვარიდან” “უიპეშტში” იჯარით გადავიდა, ჩემპიონატის 6 მატჩში 6 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, მისი გოლით საქართველოს ნაკრებმა 26 მარტს სტუმრად ამხანაგურ შეხვედრაში ბოსნია 1:0 დაამარცხა.

 

“უიპეშტი” 33 ქულით მე-7 ადგილზეა და 10 აპრილს გასვლაზე “პაკშის” დაუპირისპირდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.