
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში პორტუგალიის ნაკრებმა თურქეთს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.
თამაშის მიმდინარეობის დროს, როდესაც ანგარიში ჯერ კიდევ 2:1 იყო, თურქებს გათანაბრების ბრწყინვალე შანსი მიეცათ, თუმცა, ბურაკ ილმაზმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა ძალიან ცუდად შეასრულა და კარებს ააცილა.
ამ ფაქტმა ერთ-ერთი თურქი გულშემატკივარი იმდენად გააბრაზა რომ ეკრანს იარაღი ესროლა.
სახალისო ვიდეო მალევე მოედო სოციალურ ქსელებს.