სექტემბერი 26, 2022

EUROSPORT-ის თანახმად, უკრაინის ქალაქ მარიუპოლში მომხდარი აფეთქების შედეგად, 11 წლის ტანმოვარჯიშე კატერინო დიაჩენკო დაიღუპა. როგორც ირკვევა, პატარა სპორტსმენის მამაც დაღუპულია, მისი დედა და ძმა კი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ.

 

“რუსებს სურთ, მარიუპოლი ფერფლად აქციონ. ბევრი ბავშვის დახმარება შევძელი, მაგრამ ახლა ვტირი, რადგან ამ პატარა გოგოს ვერ ვუშველე. კატია მხოლოდ იმიტომ დაიღუპა, რომ ის ნატოს არაწევრ ქვეყანასა და გიჟ მეზობელთან დაიბადა. მინდა, ეს ფოტოები რუსმა სპორტსმენებმა ნახონ და შეიგნონ, რაც ხდება, რეალობაა” – წერს ტანვარჯიშის მწვრთნელი ლიდია ვინოგრანდა სოციალურ ქსელში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.