სექტემბერი 22, 2023

საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი 2021-22 წლების სეზონის წინ ესპანურ ვალენსიას თბილისის დინამოდან იჯარის წესით შეუერთდა. მოგვიანებით, მამარდაშვილის წარმატებული თამაშის შემდეგ, “ღამურებმა” 21 წლის მეკარე გამოისყიდეს.

 

Capology.com ავრცელებს ინფორმაციას, თუ რამდენი აქვს ანაზღაურება ახალგაზრდა მეკარეს, წყაროს მტკიცებით, მამარდაშვილი ვალენსიაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი მოთამაშეა.

 

როგორც ირკვევა, გიორგი ყოველკვირეულად ხელფასის სახით 14 615 ევროს იღებს, ყოველწლიურად კი დაახლოებით 760 000 ევროს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *