მაისი 24, 2022

ქართული გვარის მქონე უნგრეთის მოქალაქემ, 16 წლის მეკარე არონ იააკობიშვილმა, დღეს “ბარსელონას” ძირითად გუნდთან ერთად ივარჯიშა.

 

Sport.es წერს, რომ Juvenil B-დან იააკობიშვილი და ალეიშ გარიდო დააწინაურა.

 

ახალგაზრდა კარის დარაჯმა კარიერა უნგრეთში, კერძოდ, მტკ-ს აკადემიაში დაიწყო, შემდეგ კი “სანტ ჯასტის” ღირსებასაც იცავდა, 2018 წლიდან კი “ბლაუგრანაში” გადაბარგდა.

 

Sport.es წერს, რომ იააკობიშვილის სახელი უნდა დავიმახსოვროთ, რადგან მას დიდი მომავალი

აქვს, ფეხით კარგად თამაშობს, მოედნის მიღმა მორიდებულია, თუმცა მწვანე მინდორზე გარდაიქმნება და საკუთარი საჯარიმოდან თანაგუნდელებს ხელმძღვანელობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.