
თინა კანდელაკმა მის გარშემო აგორებულ ჭორზე უკრაინელ ფეხბურთელთან, არტემ მილევსკისთან, სექსის შესახებ კომენტარი გააკეთა:
“დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ ამ შეკითხვაზე. ძალიან ბევრი ადამიანი მიწერს მილევსკის შესახებ კომენტარებში. რა შემიძლია ამაზე ვთქვა? განაგრძეთ, მეგობრებო, ძიება. ვინც ეძებს ის პოულობს,”
“სკოლის პერიოდში კლასელი მყავდა, გოჩა დარსაძე. მე – 3 კლასში მასთან რომანი მქონდა და ამის შესახებ თბილისის მთელმა 64-ე საშუალო სკოლამ იცოდა. ბევრი გატაცება მქონდა როგორც საქართველოში, ისე რუსეთში.”
“ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მეორედ დავქორწინდი. ვასილი ბროვკოსთან 10 წელი გავატარე, მაგრამ მხოლოდ 3 წელია რაც ცოლ-ქმარი ვართ. რთული პერიოდი გვქონდა გავშორდით და შევრიგდით კიდევაც.”
“46 წლის ცოცხალი ქალი ვარ. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ ამ 46 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის ურთიერთობა მქონდა. ერთადერთი რამ, რაც პრობლემად მიმაჩნია და ზოგჯერ ღიმილსაც მგვრის, არის ის, რომ როგორც ჩანს, არიან კაცები, რომელთათვის ცხოვრების ყველაზე ნათელი მოგონება ჩემთან შეხვედრას უკავშირდება და ამის შესახებ უნდათ მოყოლა. შეარგოთ!” – აცხადებს თინა.